„აწარმოე საქართველოს“ წარმომადგენლებს Concentrix Georgia-ს ხელმძღვანელობასთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს – დავითაშვილი

„აწარმოე საქართველოს“ წარმომადგენლებს Concentrix Georgia-ს ხელმძღვანელობასთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს – დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებს კომპანია Concentrix Georgia-ს ხელმძღვანელობასთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ.

საქმე ის არის, რომ კომპანიაში საგამოძიებო სამსახური შევიდა. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

„რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, კომპანიის ხელმძღვანელობასთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს „აწარმოე საქართველოს“ და კომპანიის ხელმძღვანელობა სრულად გაგებით ეკიდება საგამოძიებო მოქმედებებს. პირიქით, შეიძლება ეს მათთვისაც იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო. ეს არის საერთაშორისო მასშტაბის მქონე კომპანია და მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაცია რეპუტაციის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რას საქმიანობს ამერიკული კომპანია Concentrix Georgia, სადაც დღეს საგამოძიებო სამსახური შევიდა.

დარწმუნებული ვარ, გაირკვევა, რომ Concentrix-ის საქმიანობა ლეგალურია – მინისტრის პირველი კომენტარი

“სამ სავარაუდო “ქოლცენტრში” ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები” – საგამოძიებო სამსახურის განცხადება

bm.ge

მსგავსი სიახლეები

ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მუშაობა დაიწყო სავალუტო ფონდის მორიგმა მისიამ (staff visit). დღეს…
დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის უკვე 25,814-მა მოქალაქემ ისარგებლა

დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის უკვე 25,814-მა მოქალაქემ ისარგებლა

საქართველოს საპენსიო ფონდის ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის უკვე 25,814-მა მოქალაქემ ისარგებლა. მათ საერთო ჯამში 118 მილიონი ლარი მიიღეს. ეს ერთ…
UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა“ მსოფლიოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა“ მსოფლიოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს. მათ მონაცემებით,…